Advertisement
PatrZDZ

Fiktiv Georgia - Imedi Media Holding

Nov 14th, 2020
59
0
Never
Not a member of Pastebin yet? Sign Up, it unlocks many cool features!
text 22.33 KB | None | 0 0
  1. იმედი — კერძო ტელე- და რადიოკომპანია საქართველოში, დაფუძნდა 2003 წლის 15 მარტს. მისი დამფუძნებელია ჰოლდინგი ი-მედია. ტელეკომპანიის გარდა ჰოლდინგის სტრუქტურა საგამომცემლო, რადიო, ტელეპროდუქციის მწარმოებელ და სხვა კომპანიებს აერთიანებს.
  2.  
  3. მისი დამფუძნებელია ჰოლდინგი ი-მედია. ტელეკომპანიის გარდა ჰოლდინგის სტრუქტურა საგამომცემლო, რადიო, ტელეპროდუქციის მწარმოებელ და სხვა კომპანიებს აერთიანებს. თავდაპირველად როცა ჰოლდინგი ინვესტორთა ჯგუფის მფლობელობაში იყო, მას ბადრი პატარკაციშვილი ხელმძღვანელობდა 2008 წლამდე, 6 წლის განმავლობაში. მისი გარდაცვალების შემდეგ კომპანიის მფლობელობა პატარკაციშვილების ოჯახმა აიღო.
  4.  
  5. ტელეკომპანია "იმედი" 2001 წელს დაარსდა და მაუწყებლობს 2003 წლის 15 მარტიდან. დღეისათვის "იმედი" საქართველოს სატელევიზიო სივრცის ლიდერად ჩამოყალიბდა და მაყურებლის ნდობითა და დიდი ინტერესით სარგებლობს . "იმედი", უახლესი თაობის ტექნიკური აღჭურვილობის მეშვეობით საქართველოს ტერიტორიას მაღალი ხარისხის სატელევიზიო სიგნალით უზრუნველყოფს.ოპერატიულად და ობიექტურად გაშუქებულ ახალ ამბებს მაყურებელი მთელი დღის განმავლობაში ეცნობა.პირველად ქართულ ტელესივრცეში, სწორედ "იმედმა" დაიწყო ლიცენზირებული პროდუქციის ჩვენება.
  6.  
  7. კომპანია მაყურებელს სთავაზობს მსოფლიოში პოპულარული სატელევიზიო ფორმატების ადაპტირებულ ვერსიებს, ქართულ და საზღვარგარეთულ მხატვრულ ფილმებს, ტელესერიალებს, დოკუმენტურ და ანიმაციურ ფილმებს. ასევე, სთავაზობს მაყურებელს მსოფლიო მნიშვნელობის კინო, მუსიკალური და სხვა სახის დაჯილდოების ცერემონიების პირდაპირ ეთერში ტრანსლაციას.ითვალისწინებს რა დღევანდელობის მოთხოვნებს, მოვლენების დინამიკურ განვითარებასა და საზოგადოების დაკვეთას, "ტელეიმედი" მუდმივი განახლებისა და ძიების პროცესშია. კომპანიის მიზანია წარმოდგენილი პროდუქციის მაღალი ხარისხი, მომწოდებლებთან და კლიენტებტან თვისობრივად ახალი ურთიერთობების დამყარება, საქართველოს თითქმის მთელს ტერიტორიაზე ტელესიგნალის გავრცელება და რაც შეიძლება ფართო აუდიტორიის დაინტერესება.
  8.  
  9. ტელეკომპანიის ტექნიკურ ხარისხს უზრუნველყოფს თანამედროვე სატელევიზიო ტექნოლოგიები. ინგლისურმა კომპანიამ "On-Air Systems" "იმედის" მაუწყებლობისათვის ავტომატიზირებული სისტემა დაამონტაჟა. ფირმა "Rhode & Schwarz", კი ტელესიგნალის გავრცელებაზე ზრუნავს.
  10.  
  11. კომპანიის ჩამოყალიბების საწყის ეტაპზე "იმედის" კონსულტანტები იყვნენ: ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი, ამერიკული საკონსულტაციო კომპანია "Quadrant Entertainment Group" და ნორვეგიული კომპანია "Teleplan". ამჟამად "იმედს" სხვა ექსპერტებთან ერთად კონსულტაციას კირილ ლეგატი უწევს.
  12.  
  13. იმედი უარს აცხადებს არალიცენზირებული პროდუქციის ტელე-ეთერში გაშვებაზე. იმედის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ ტელეკომპანიის სამომავლო ინტერესებისათვის აუცილებელია წამყვან ვიდეო, მუსიკალურ და კინო პროდუქციის მომწოდებლებთან სამართლებრივი ურთიერთობების დამყარება.
  14.  
  15. ქრონიკის
  16. ორშაბათს - პარასკევი: 07:00, 07:30, 08:00, 08:30, 09:00, 09:30, 10:00, 10:30, 11:00, 14:00, 17:00, 19:00, 20:00, 23:00
  17. შაბათს - კვირას: 08:00, 08:30, 09:00, 09:30, 10:00, 10:30, 11:00, 14:00, 17:00, 19:00, 20:00, 23:00
  18. „ქრონიკის“ გამოშვება ეთერში დილის 07:00 საათიდან 11:00 საათამდე ყოველ ნახევარ საათში გადის. შემდეგ მას ყოველ 2 - 3 საათში დღის „ქრონიკის“ გამოშვება აგრძელებს. 20:00 საათიანი „ქრონიკა“ ალტერნატიულ მიჰყავთ ხატია ქვათაძესთან, ნანა ლეჟავასთან და ლევან ჯავახიშვილთან ერთად. ახალი ამბები არის აქ!
  19.  
  20. იმედის დილა
  21. ორშაბათს - პარასკევი: 07:00
  22. შაბათს - კვირას: 08:00
  23. „იმედის დილა“ 11 სექტემბრიდან 2007 ახალი ფორმატით გავიდა. გადაცემა უფრო დინამიური და მრავალფეროვანი გახდა. ეთერს ერთი ძირითადი მამაკაცი წამყვანი და კვირამონაცვლეობით ორი თანაწამყვანი გოგონა უძღვება. დილის პროგრამაში გათვალისწინებულია შემდეგი რუბრიკები:
  24.  
  25. „ამინდი“ — რა დროსაც ცოცხალი შესრულებით მაყურებელს ახალი სიმღერისა თუ ცეკვის ნახვისა და მოსმენის შესაძლებლობა ეძლევა;
  26. „ჯანმრთელობა“ — წამყვანი პროფესიონალი ექიმი „ოჯახის ექმის იმიჯით“;
  27. „საუბრები ბამბის რიგში“;
  28. „მოდა“;
  29. „სპორტი“;
  30. „დილის საუზმეები“ — ცნობილი პიროვნებების მონაწილეობით, ვარსკვლავებით დაწყებული, უბრალო ადამიანებით დამთავრებული;
  31. „ცხოველები“ — რეპორტაჟები ცირკიდან, ზოოპარკიდან, „სახლის ოთხფეხა მეგობრები“;
  32. „აფიშა“ — მუსიკალური კლიპები;მულტფილმები;
  33. ჰოროსკოპები;
  34. პრესის მიმოხილვა;
  35. „დილა სოფელში“ — ნაჩვენებია სოფლის დილა, ტრადიციები, კონკრეტული სოფლის იუომორი და სოციალური კუთხეც. მოძრავი სტრიქონი მაყურებელს წარმოუდგენს ვალუტის კურსაც.
  36.  
  37. გადაცემის მსვლელობის განმავლობაში მიმდინარეობს კონკურსი „ყველაზე აქტიური და ყურადღებიანი მაყურებელი“, რომელიც გამოგზავნილი შეტყობინებების რაოდენობის მიხედვით გამოვლინდება. გამარჯვებული, პრიზების მრავალფეროვანი არჩევანიდან, მის მიერ არჩეული პრიზით დასაჩუქრდება.
  38.  
  39. დილის გადაცემის დასრულებამდე, 11:00 საათამდე, ყოველ ნახევარ საათში გადაცემაში ერთვება „ქრონიკა“ დღის მნიშვნელოვანი მოვლენებით.
  40.  
  41. ===
  42. მაესტრო — ტელეკომპანია საქართველოში. შეიქმნა 1995 წლის თებერვალში. სტუდია "მაესტროს" გავრცელების არეალი AAGB AGB – ს (დღესდღეობით ერთადერთი კომპანია საქართველოში, რომელიც სატელევიზიო რეიტინგებს იკვლევს) კვლევის მონაცემების მიხედვით, თბილისის მოსახლეობის 50% იყენებს საკაბელო ქსელის მომსახურებას. (დაახლოებით 550000 მაყურებელი).
  43.  
  44. ის ამჟამად ემსახურება როგორც 24-საათიან საინფორმაციო არხს საქართველოსთვის, ახალი ამბების, სოციალური და პოლიტიკური პროგრამებით. მაესტრო მნახველები აწვდის ოპერატიულ, ზუსტ და ამომწურავ ინფორმაციას ყველა იმ მნიშვნელოვან მოვლენაზე, რაც ხდება საქართველოსა და მსოფლიოში. ჩვენი კორესპონდენტები საქართველოს რეგიონებსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში მუდმივად მოვლენათა ეპიცენტრში არიან.
  45.  
  46. ===
  47. GDS TV — ტელეკომპანია, რომელიც დაარსდა 2012 წელს, პირველად ეთერში კი იმავე წლის ნოემბრის ბოლოს გავიდა. მისი დამფუძნებელია ბერა ივანიშვილი. სახელი GDS აბრევიატურაა, — Georgian Dream Studios. ტელეკომპანიის გადაცემები უმეტესად გათვლილია ახალგაზრდებზე.
  48.  
  49. GDS TV გასართობ-შემეცნებით-მუსიკალური ტელევიზია იყო, მაგრამ 2015 წლის 4 მარტიდან შეიცვალა ფორმატი და საერთო მაუწყებლობაზე გადავიდა, რის შემდეგაც არხის საეთერო ბადეს დაემატა რამდენიმე პოლიტიკური გადაცემა.
  50.  
  51. 2015 წლის ახალი სეზონიდან GDS-მა სრულიად შეიცვალა ტაქტიკა და გახდა ქართულ სერიალებზე ორიენტირებული ტელევიზია.
  52.  
  53. ===
  54. რადიო იმედი - პირველი დამოუკიდებელი რადიოსადგური საქართველოში, რომელიც საინფორმაციო ფორმატით 2001 წლის დეკემბრიდან, FM 105.9 MHz სიხშირეზე 24 საათის განმავლობაში მაუწყებლობს.
  55.  
  56. ”რადიო იმედი” ეს არის პირველი და ერთადერთი არასახელმწიფო რადიოსადგური საქართველოში, რომელიც საინფორმაციო ფორმატით მაუწყებლობს. ”რადიო იმედი” ეთერში გავიდა 2001 წლის დეკემბერში FM დიაპაზონის 105.9 მეგაჰერც სიხშირის ტალღაზე თბილისში. 2003 წლის 17 დეკემბრიდან ”რადიო იმედი” იწყებს მაუწყებლობას საქართველოს პრაქტიკულად, მთელ დასახლებულ ტერიტორიაზე. ”რადიო იმედი” მაუწყებლობს 24 საათის განმავლობაში.
  57.  
  58. ”რადიო იმედში” ძირითადი ყურადღება ეთმობა საინფორმაციო გამოშვებებს. ყოველი საათის დასაწყისში თქვენ შეგიძლიათ მოისმინოთ ვრცელი და დეტალური საინფორმაციო გამოშვება. საათის შუაში კი შესაძლებლობა გაქვთ შედარებით მოკლე გამოშვების საშუალებით გაეცნოთ მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს; საქართველოსა და მის საზღვრებს გარეთ მომხდარი უმთავრესი პოლიტიკური პროცესების შესახებ მოგითხრობთ ყოველდღიური საინფორმაციო-ანალიტიკური გადაცემა ”მთავარი დღეს”; ყოველ დღე, საათში ერთხელ, სპორტის ახალ ამბებს თქვენ გაწვდით რადიოს სპორტული რედაქცია; ქართული და უცხოური პრესის მიმოხილვას, ქვეყნის კულტურის სფეროში მომხდარ უმნიშვნელოვანეს მოვლენებს, საინტერესო თემებს ეკონომიკისა და ფინანსების სფეროდან, საუბრებს პირდაპირ ეთერში საზოგადოებისთვის მტკივნეულ საკითხებზე გთავაზობთ ”რადიო იმედის” დღის საინფორმაციო არხი. ამასთანავე, ”რადიო იმედი” საინფორმაციო გადაცემებისა და პროექტების გარდა, გთავაზობთ ბევრ საინტერესო შემეცნებით და საავტორო გადაცემებს.
  59.  
  60. რაც შეეხება მუსიკალურ ფორმატს, ის სიმღერები, რომელიც ისმის ”რადიო იმედის” ეთერში, კარგადაა ნაცნობი მსმენელისთვის, რომლის ასაკი 25 წელს აღემატება. ესაა სამოცდაათიანი, ოთხმოციანი და ოთხმოცდაათიანი წლების ქართული და უცხოური ესტრადა.
  61.  
  62. ===
  63. რადიო ,,მაესტრო“ ეთერში 2011 წლის 1 მაისს გავიდა სიხშირეზე FM 94.7. ,,მაესტრო“ საინფორმაციო ფორმატის რადიოა, რომელიც 24 საათიან რეჟიმში მაუწყებლობს.
  64.  
  65. რადიოეთერის უდიდესი ნაწილი ახალ ამბებს ეთმობა. ყოველ ნახევარ სააცჰი მსმენელს შესაძლებლობა აქვს შეიტყოს, რა ხდება საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.
  66.  
  67. ოპერატიულობა, ობიექტურობა , სანდოობა -ეს რადიო ,,მაესტროს” მუშაობის მთავარი პრინციპია. ფაქტების სწრაფად და ლაკონურად მიწოდების პარალელურად, რადიო მსმენელს ყველა მნიშვნელოვანი მოვლენის ანალიზს, ოპერატიულ კომენტარებს, პირდაპირ ჩართვებს სთავაზობს.
  68.  
  69. რადიო ,,მაესტროს“ ბადე დატვირთულია სხვადასხვა შემეცნებითი რუბრიკითაც. ჩვენს ტალღაზე მოისმენთ მრავალფეროვან ინფორმაციას მედიცინის, კულტურის, სპორტის, სამეცნიერო თუ სამომხმარებლო სფეროდან.
  70.  
  71. ,,მაესტრო” ინტერაქტიული რადიოა. მსმენელს ყოველდღე ეძლევა საშუალება პირდაპირ ეთერში სხვადასხვა აქტუალურ თემებზე საკუთარი აზრი გამოხატოს. ყოველი სამუშაო დღის ბოლოს მნიშვნელოვან მოვლენებს აჯამებს და აანალიზებს თოქ-შოუ ,,რადიოაქტიური ზონა“, რომელსაც თამარ ღლონტი უძღვება.
  72.  
  73. რადიო ,,მაესტროს“ ეთერში ყოველ საღამოს გადის საქართველოში ერთადერთი სატირულ-იუმორისტული გადაცემა ,,ვასიკო ოდიშვილის ყოველდღიური აბები“. ,,მაესტრო” საინფორმაციო რადიოების რეიტინგში პირველ პოზიციას იკავებს.
Advertisement
Add Comment
Please, Sign In to add comment
Advertisement