Advertisement
Guest User

Untitled

a guest
Jan 23rd, 2019
99
0
Never
Not a member of Pastebin yet? Sign Up, it unlocks many cool features!
text 4.38 KB | None | 0 0
  1. - შვილი შემეძინა აპრილში... აჩიკო ... მაგრამ ერთი უცნაური რამ მოჰყვა მის დაბადებას... მოვიყვანეთ სახლში, გვიხარია ყველას, გვეთამაშება და ასე მესამე დღეა რო მარტო მე და ეგ ვართ ოთახში და უცებ ხმა მესმის :
  2. - ავაჰმე, გულის სევდაო.
  3. დავიძაბე. ვუყურებ აჩიკოს, აჩიკომაც შემომხედა.
  4. - ვახ, ვერ შევამჩნიე რო აქ იყავიო.
  5. მეთქი ვაააჰ...
  6. რას მიქვია მეთქი, ვინა ხარ, რატო ლაპარაკობს სამი დღის ბავშვი მეთქი.
  7. - მისმინე, მისმინე - დაიწყო ჩემი დაწყნარება. მოვა შენი ბავშვი, მოვა, რაღაცა აერიათ მიმდევრობაში იქ ზემოთ და რატომღაც მეორედ დავიბადეო, შენი ბავშვი კიდე გზაშია და ნუ გეშინიაო.
  8. - რანაირად მეთქი, შენ ვინა ხარ მეთქი.
  9. - ვინ და უბა ზარქავი, პოეტი და მგოსანიო.
  10. და რო დაემტკიცებინა ერთი თავისი სიმღერა წაიღიღინა. აღარ მახსოვს რომელი, რაღაცა მიჯნურობაზე და ხაჭაპურზე იყო.
  11. ოღონდ შენს ცოლს ნუ ეტყვი, და ზოგადადაც ნურავის ეტყვი, ვიქნები თქვენთან ორიოდე თვე და წავალო...
  12.  
  13. მე მოვუვლი ბავშვს მეთქი, ჩემს ცოლს ვეუბნებოდი, და მერე ვისხედით და ვლაპარაკობდით ათას რამეზე, ინტერსტელარი ვანახე, აშკარად ვერაფერს მიხვდა მარა არ შეიმჩნია. თავად კი იქაურ ამბებს მიყვებოდა.
  14. სულ ვლაპარაკობდით ხოლმე, როცა ვუცვლიდი, ვაჭმევდი, ვაძინებდი.
  15. მარა მოკლედ მქონდა ერთი კითხვა რომლის დასმაც სულ მერიდებოდა რა. სუ ვუტრიალებდი, მეშინოდა. ჰოდა ერთხელაც ფაფას ვაჭმევდი და უბა მეთქი ვუთხარი.
  16. - ჰაო?!
  17. - ერთი კითხვა მაქვს და არ დამძრახო მეთქი. მაგ დროს უკვე დამძრახოს და ეგეთ სიტყვებს შევეჩვიე.
  18. - მაიტა დაუშვიო..
  19. - სიკვდილი რანაირი იყო - მეთქი. ვეკითხები.
  20. მიყურებს, მიყურებს.
  21. ჩაფიქრდა.
  22. რაღაცის პასუხს აპირებს მაგრამ უცებ უშეშდება თვალები ცოტა ხანი, მერე კი ფაფას მაფურთხებს და მოფსმას იწყებს.
  23. ჯერ გამიკვირდა, მერე კი მივხვდი რაც მოხდა და
  24. - უბააა!! მეთქი. სად წახვედი ბიჭო უბა!-დავუწყე.
  25. ეს კიდე ფსამს და ტირის.
  26. აიასე. წავიდა უბა და მოვიდა აჩიკო...
  27. მაგის მერე ვერ ვიტან ბავშვებს...
Advertisement
Add Comment
Please, Sign In to add comment
Advertisement