Advertisement
Guest User

Untitled

a guest
May 20th, 2019
66
0
Never
Not a member of Pastebin yet? Sign Up, it unlocks many cool features!
text 11.55 KB | None | 0 0
  1. "გვიშველეთ! აზერბაიჯანი ჩვენი გათათრების პოლიტიკას ატარებს!"" - საინგილოში მცხოვრები ქართველები შველას ითხოვენ.
  2.  
  3. „ჩვენს სოფელში, დაბა ალიაბადში, საქართველოს ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე და მისი მოადგილე გელა გიორგაძე ჩამობრძანდნენ. აქაურ მოსახლეობას უამრავი პრობლემა გვაქვს და ელჩის ჩამობრძანებას მოუთმენლად ველოდით. წლებია ვითხოვთ სოფელში ქართული სკოლის გახსნას. იმის უფლებაც კი არ გვაქვს, რომ ბავშვებს ქართული სახელები დავარქვათ. ქართული სახელების დარქმევა 1996 წლიდან აგვიკრძალეს! აღარაფერს ვამბობთ გვარზე, რომელიც XX საუკუნის დასაწყისში იძულებით შეგვიცვალეს. უკვე ათეულობით წელია გვარების აღდგენას ვითხოვთ, მაგრამ ამაოდ. თუკი აზერბაიჯანელები საქართველოში მეჩეთს მეჩეთზე აშენებენ, ჩვენთვის ერთი ეკლესიის აშენებაც დიდი პრობლემაა. თანადგომას საქართველოს ხელისუფლებისგან ველოდებით. ნუთუ არ არსებობს თქვენში ისეთი ადამიანი, რომელსაც ჩვენზე გული შესტკივა?
  4.  
  5. ელჩი გვეწვია, მაგრამ მისი სტუმრობით დღემდე შოკირებულები ვართ. არ გვეგონა თუ საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებში ასეთი პირები მუშაობდნენ. ჩამოვიდა ჩვენი ელჩი ნასვამი, დღის 16 საათზე, მაშინ როცა სასწავლო პროცესი კარგა ხნის დასრულებული იყო. შეხვედრა დირექტორის კაბინეტში შედგა. მხოლოდ ოთხი კაცი შეუშვეს, მათ შორის ერთ-ერთი მშობელი, რომლის 7 წლის შვილს ქართული სახელის გამო დაბადების მოწმობას არ აძლევენ! ჩვენმა ელჩმა ჰკითხა რა გვარის ხარო. მან დაუსახელა ძველი ქართული გვარი და ახლანდელი, ძალად მინიჭებული აზერბაიჯანული. ელჩმა ძალიან მარტივად გასცა პასუხი. რა მოხდა მერე, დაირქვი შენც აზერბაიჯანული სახელიო! შარაშენიძემ განგვიცხადა, აზერბაიჯანში კანონი კრძალავს ბავშვებისთვის უცხოური სახელების დარქმევას და ჩვენ კანონის წინააღმდეგ ვერ წავალთო. არადა აზერბაიჯანი ევროსაბჭოს წევრი ქვეყანაა და ასეთ კანონს ვერ მიიღებს.
  6.  
  7. ამას მოჰყვა საუბარი პატრიოტიზმზე. ვუთხარით, ჩვენც ქართველები ვართ და გვინდა ჩვენს შვილებს ქართული სახელები ერქვას-მეთქი. ელჩმა უხეშად მოგვიგო, თქვენ რომ ქართულად ლაპარაკობთ, იმას არ ნიშნავს, რომ ქართველები ხართ, ბოლო-ბოლო გვარები აზერბაიჯანული გაქვთო. ენა, რომელიც დიდი ტანჯვა-წამების, აბუჩად აგდების და უდიდესი ზეწოლის მიუხედავად შევინარჩუნეთ, თურმე არაფერს ნიშნავს! მისთვის შეიძლება მართლაც არაფერს ნიშნავს ქართული ენა, რადგან საინგილოში ჩამოსული ელჩი ქართულად ნათქვამ გულისტკივილზე თურქულად გვპასუხობდა. რა იყო მისი მიზანი? ის რომ აზერბაიჯანელების წინაშე დავემცირებინეთ? აზერბაიჯანულ-ქართული სკოლის შესასვლელში აზერბაიჯანულ წარწერასთან ერთად ქართული წარწერაც იყო და ელჩის საქციელით წახალისებულმა აზერბაიჯანელებმა მისი წასვლისთანავე ჩამოხსნეს!
  8.  
  9. რას ყვება ადგილობრივი მოსახლეობა
  10. მოსახლეობას პასპორტები ჩამოგვართვეს და უკან რომ დაგვიბრუნეს, გვარები შეცვლილი იყო. ამის შემდეგ ქართული სახელების ტარებაც აგვიკრძალეს. აზერბაიჯანში ბავშვი რომ დაიბადება მშობელს სიას უდებენ, საიდანაც სახელი უნდა აირჩიოს, იქ კი მხოლოდ მუსლიმური სახელებია. თუ უარს იტყვი, დაბადების მოწმობას არ მოგცემენ. ჩვენს სოფელში ასეთი ბევრი ბავშვია, უკვე ექვსი წლისა შესრულდნენ და სკოლაში ვერ მიდიან. ისეთი პირობები შეგვიქმნეს, მოსწავლეთა რაოდენობა კატასტროფულად შემცირდა. სექტემბრამდე დადიან ოჯახებში და მშობლებს აშინებენ ქართულ სკოლაში არ შეიყვანო შვილი, თორე პრობლემები შეგექმნებათო. მაგალითად, სამსახურს ვერ იშოვიან. ვინც მუშაობს, იმას სამსახურიდან გააგდებენ. ბოლო წლებში ოთხი ქართული სკოლიდან მხოლოდ ორი დარჩა. დიდი ხანია ამაზე წერილებს ვწერთ ხან ევროსაბჭოს, ხან ეუთოს, მაგრამ შედეგი არ არის. აზერბაიჯანელები ქართველების გათათრების პოლიტიკას ატარებენ.
  11.  
  12. საქართველოში უამრავი მეჩეთი შენდება, უშლის ხელს ვინმე აზერბაიჯანელებს? აქ კი ახალი აღთქმა და ბიბლია რომ გიპოვონ, ციხე გარანტირებული გაქვს.
  13.  
  14. – ბიბლიის ქონაზე სასჯელი კანონის დონეზეა აზერბაიჯანში? (ჟურნალისტი)
  15.  
  16. – აზერბაიჯანელ ჩინოვნიკებს რად უნდათ კანონი? ჩინოვნიკია. მორჩა, რაც უნდა, იმას გიზამს. როდესაც აზერბაიჯანის პრეზიდენტი ჩადის საქართველოში, ათასობით აზერბაიჯანელი ხვდება აზერბაიჯანული დროშებით. ჩვენთან საქართველოს დროშა რომ გიპოვონ, ისეთ მუხლს წაგიყენებენ, ციხიდან ცხვირს ვერ გამოჰყოფ. ერთხელ ჩემს ერთი წლის ბავშვთან ერთად ბაქოში ვიყავი. ბავშვს თავზე საქართველოს დროშის ბენდენა ჰქონდა წაკრული და ამისთვის დაგვაკავეს. როგორ გაბედეთ და ბაქოში საქართველოს დროშის გამოსახულებიანი ბენდენით დადიხართო. ჩემს სამ მეგობარს ქართული დროშები უპოვნეს და სამივე დააპატიმრეს. ათდღიანი ადმინისტრაციული სასჯელი შეუფარდეს, რა თქმა უნდა სხვა საბაბით. ან ხულიგნობას დაგწამებენ, ან ნარკოტიკებით გამოგივსებენ ჯიბეებს. ყველაზე გულსატკენი ის არის, თუ როგორ იქცევიან ქართველი ჩინოვნიკები. ნუთუ სახელმწიფოებრივი შეგნება არ გააჩნიათ? სიმართლე ის არის, რომ ქართველი მოსახლეობა ბენზინსა და ნავთში გაგვცვალეს.“
  17.  
  18. წყარო: კარდჰუ"
Advertisement
Add Comment
Please, Sign In to add comment
Advertisement