Advertisement
Guest User

Untitled

a guest
Jun 27th, 2017
56
0
Never
Not a member of Pastebin yet? Sign Up, it unlocks many cool features!
text 2.14 KB | None | 0 0
  1. შენ მაშინ მოხვალ, მარტოობას როცა შეიგრძნობ.
  2. ათიათასში გამომარჩევ და მე შემიცნობ.
  3. როს უჩემობა შეგაშინებს დაიღრიალებ,
  4. მაგრამ რაღა დროს! უკაცრავად, დაიგვიანებ!
  5. ჩემს სულში უკვე სევდისფერად აღარ იწვიმებს.
  6. ლექსები შენზე, უშენობით, აღარ იტირებს.
  7. გაყინულ გულში იმ სანატრელ ადგილს დამითმობ,
  8. მაგრამ რაღადროს, უკაცრავად, მე ვერ გაგითბობ.
  9. იმედის ფერი, ფერს დაკარგავს და წაერთმევა
  10. ყველაფერს სხვისით, სხვა სახელი გადაერქმევა.
  11. შენ მოხვალ, როგორც უმწეო და ხელებ შიშველი,
  12. მაგრამ რაღადროს, უკაცრავად ვეღარ გიშველი.
  13. გაგიჭირდება, სიამაყეს მაინც შელახავ
  14. წვიმაში, მზეში და ნისლებში, ვერსად ვერ მნახავ.
  15. მომძებნი სადაც დაგეძებდა ჩემი ფიქრები,
  16. მაგრამ რაღადროს, უკაცრავად იქ არ ვიქნები.
  17. მე უშენობით ვალმოხდილი დავიღრიალებ -
  18. როცა გეძებდი, სად იყავი? დაიგვიანე.
  19. მთელს სამყაროში ერთი მყავდი, ზღაპრად მიმყავდი.
  20. ახლა რაღა დროს, უკაცრავად, მე შენ მიყვარდი!
Advertisement
Add Comment
Please, Sign In to add comment
Advertisement