Advertisement
PatrZDZ

Fiktiv Georgia - Formula TV

Feb 18th, 2021
93
0
Never
Not a member of Pastebin yet? Sign Up, it unlocks many cool features!
text 5.57 KB | None | 0 0
  1. ფორმულა — კერძო ტელეკომპანია საქართველოში. დაფუძნდა 2019 წელს, თბილისში. მაუწყებლობა 2019 წლის 1-ლ ოქტომბერს, თბილისის დროით, 08:00 საათზე დაიწყო.
  2.  
  3. სამაუწყებლო კომპანიის სატელევიზიო ბადე მოიცავს საინფორმაციო, ანალიტიკურ, შემეცნებით და გასართობ პროგრამებს. არხზე გადის რეიტინგული ქართული სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“ და ფორმულა კრეატივის ახალი დრამა „თესეა“.
  4.  
  5. „ფორმულა“ მაუწყებლობით ფარავს მთელს საქართველოს; არხის მოძებნა შესაძლებელია თანამგზავრზე და თითქმის ყველა ადგილობრივ საკაბელო ტელევიზიაში. ტელეკომპანიის რეიტინგებს ზომავს TV MR GEORGIA.
  6.  
  7. 2020 წლის ივლისის მონაცემებით, ტელეკომპანიაში 526 ადამიანია დასაქმებული. ასევე, დაახლოებით 40 ადამიანია დასაქმებული კონტრაქტორ კომპანიაში „დროება“.
  8.  
  9. შპს „ფორმულა“ 2019 წლის 22 ივლისს დარეგისტრირდა, 2020 წლის 29 აგვისტოს კი საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ კომპანიას სამაუწყებლო კომპანიას ავტორიზაცია მიანიჭა.
  10.  
  11. ტელევიზიის საკონტროლო პაკეტის (51%) მფლობელი დავით კეზერაშვილია, ხოლო 49% თანაბრად ნაწილდება „ფორმულა კრეატივის“ დამფუძნებლებზე: მიშა მშვილდაძე (12,25%), ირაკლი საღინაძე (12,25%), ზურაბ გუმბარიძე (12,25%) და გიორგი ლიფონავა (12,25%).
  12.  
  13. „ფორმულას“ გენერალურიი დირექტორია ზურაბ (ზუკა) გუმბარიძე, მოადგილები — გიორგი თარგამაძე და სოფია ბრიტანჩუკი.
  14.  
  15. საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით, ტელეკომპანია „ფორმულამ“ შექმნა თვითრეგულირების მექანიზმი, რომელიც შესაბამისობაშია პროფესიულ სტანდარტებთან. აღნიშნული მექანიზმი უზრუნველყოფს საჩივრის ეფექტიანად განხილვის გამჭვირვალე პროცედურას და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას. თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში ტელეკომპანიაში არსებობს დავის განმხილველი ორგანოს ორი ინსტანცია: პირველ ინსტანციას წარმოადგენს - „კომისია“ ხოლო, მეორე ინსტანციაა „სააპელაციო საბჭო". დაინტერესებულ პირს, რომელიც მიიჩნევს, რომ „ფორმულამ“ დაარღვია „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ დადგენილი ეთიკური სტანდარტები და მისი უფლებები, შეუძლია მიმართოს კომპანიას საჩივრით და მოითხოვოს შესაბამისი რეაგირება.
  16.  
  17. ფორმულა NEWS
  18. ორშაბათი - პარასკევი: 08:00, 09:00, 10:00, 12:00, 14:00, 17:00, 20:00, 23:00
  19. შაბათი - კვირა: 10:00, 14:00, 17:00, 20:00
  20. მიიღებთ სანდო ინფორმაცია ყოველდღე ფორმულა ნიუსის გამოშვებებიდან - დღეში რვაჯერ.
  21.  
  22. დილა ფორმულაზე
  23. ორშაბათი - პარასკევი: 08:00
  24. ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, დილის 08:00 საათიდან, დილა იწყება ფორმულაზე!
Advertisement
Add Comment
Please, Sign In to add comment
Advertisement