Advertisement
PatrZDZ

Fiktiv Georgia - GPB

Nov 14th, 2020
68
0
Never
Not a member of Pastebin yet? Sign Up, it unlocks many cool features!
text 23.74 KB | None | 0 0
  1. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, სსმ — ეროვნული ტელე-რადიომაუწყებლობის კომპანია საქართველოში, შექმნილი სახელმწიფო ტელე-რადიო კორპორაციის რეორგანიზაციის ბაზაზე, „მაუწყებლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე (23 დეკემბერი, 2004). კომპანიამ რადიომაუწყებლობა 1925 წელს დაიწყო, ტელევიზიისა კი — 1956 წელს. ამჟამად, მაუწყებელი აერთიანებს ორ ტელეარხს: პირველი არხსა (1956) და მეორე არხს (1991), ასევე რადიოარხებს — საქართველოს რადიო-პირველი არხი — FM 102.4 (1925) და რადიო ორი–ქართული რადიო — FM 100.9 (1995). დღეისათვის, საქართველოს მოსახლეობის 85 % იღებს პირველა არხის მაუწყებლობას, ხოლო 55 % — მეორე არხის მაუწყებლობას. საქართველოს მაუწყებლის ტელეპროგრამების მიღება ასევე შესაძლებელია სატელიტიური ანტენით და ინტერნეტის მეშვეობით ევროპისა და აზიის რამდენიმე ქვეყანაში.
  2.  
  3. 2004 წელს მაუწყებლობის კანონის მიღებით დაიწყო საქართველოს ტელევიზიის სახელმწიფო დაქვემდებარებიდან საზოგადოებისაში გადაყვანის პროცესი. 2005 წელს საქართველოს პარლამენტმა აირჩია მაუწყებლის სამეურვეო საბჭო, რომელიც ცხრა წევრისგან შედგება. ერთ-ერთი მათგანი, თამარ კინწურაშვილი, „თავისუფლების ინსტიტუტიდან“, მოგვიანებით სსმ-ის პირველ გენერალურ დირექტორად აირჩიეს. 2008 წლის 4 აპრილიდან, 2009 წლის 20 ივლისამდე თანამდებობა ლევან ყუბანეიშვილს ეკავა. 2009 წლის 10 აგვისტოდან 2012 წლის 13 დეკემბრამდე სსმ-ის გენერალური დირექტორი იყო გიორგი ჭანტურია. იგი მისმა მოადგილე გიორგი ბარათაშვილმა შეცვალა, რომელიც უნდობლობის საფუძველზე სამეურვეო საბჭომ ორჯერ გადააყენა თანამდებობიდან, თუმცა სასამართლომ ორჯერვე აღადგინა პოსტზე. 2017 წლის 6 იანვრიდან 2020 წლის 18 აგვისტომდე მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობას ვასილ მაღლაფერიძე იკავებდა.
  4.  
  5. ===
  6. პირველი არხი — საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარი ტელეარხი. მაუწყებლობს 1956 წლიდან საქართველოს მასშტაბით. ამჟამად საქართველოს მოსახლეობის 85% იღებს პირველი არხის მაუწყებლობას.
  7.  
  8. მოამბე
  9. ორშაბათს - პარასკევი: 07:30, 08:00, 08:30, 09:00, 09:30, 10:00, 12:00, 15:00, 18:00, 20:00, 23:30
  10. შაბათი - კვირა: 09:00, 12:00, 15:00, 18:00, 20:00, 23:30
  11. ყოველდღე, საქართველოს პირველი არხის ეთერში, „მოამბე“ ტელემაყურებელს აწვდის ამომწურავ, ობიექტურ ინფორმაციას საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე მთავარი მოვლენების შესახებ. დილიდან გვიან ღამემდე ეთერში ყოველდღიურად „მოამბის“ რამდენიმე გამოშვება გადის, მათ შორის პრაიმ-თაიმში დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვება, „მოამბე” 20:00 საათზე. „მოამბე” საინტერესო ფორმით გაწვდით ინფორმაციას ყველაფერზე, რაც მნიშვნელოვანია საზოგადოებისა და თითოეული მოქალაქისათვის.
  12.  
  13. ახალი დღე
  14. ორშაბათს - პარასკევი: 07:30
  15. დილის საინფორმაციო-გასართობი პროგრამა „ახალი დღე“ ეთერშია ყოველ სამუშაო დღეს, 07:30-დან 10:00 საათამდე. წამყვანების წყვილები დღის მთავარ ამბებს, საზოგადოებრივ, კულტურისა და სპორტის ექსკლუზიურ სიახლეებს მოგვაწვდიან. „ახალი დღე“ საინტერესო სტუმრებთან შეხვედრით დაიწყება. ჟურნალისტები მოვლენათა ეპიცენტრიდან პირდაპირ ეთერში ჩაერთვებიან. „ახალი დღე“ წარმოგიდგენთ კალენდარს, რომლის მეშვეობით შეიტყობთ, რითი არის გამორჩეული ისტორიაში ერთი კონკრეტული დღე. აგრეთვე, მსოფლიოს ყველაზე საინტერესო მოვლენებს – დღის ამბებს და ადამიანებს, რომლებიც ცვლიან სამყაროს. პროგრამა ითვალისწინებს მუსიკალურ პრემიერებსა და მულტიმედიურ თანამშრომლობას საქართველოს რადიოსთან. გადაცემას ყოველ ნახევარ საათში უერთდება არხის მთავარი საინფორმაციო პროგრამა „მოამბე“, საზოგადოებრივ-პოლიტიკური და ეკონომიკის სიახლეებით.
  16.  
  17. ===
  18. მეორე არხი — საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე ტელეარხი. მაუწყებლობს 1991 წლიდან საქართველოს მასშტაბით. მეორე არხის სიგნალს მეტრულ სიხშირეზე საქართველოს მოსახლეობის 55% იღებს, თუმცა ტელეარხი თავის პაკეტში შეტანილი აქვს თანამგზავრული ტელემაუწყებლობის ოპერატორ მაგთისატს. ამჟამად მეორე არხი გადასცემს საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომების ტრანსლაციას, ყოველდღიურად გამართულ ბრიფინგებსა („ბრიფინგის დრო“) და გადაცემებს — „თავისუფალი ტრიბუნა“, „არგუმენტების დრო“ (თოქ-შოუ), ეპიცენტრი და საინფორმაციო გამოშვება მოამბე ხუთ ენაზე (რუსული, აფხაზური, ოსური, აზერბაიჯანული, სომხური), ასევე პირველ არხზე გასულ მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმებს.
  19.  
  20. ===
  21. Первый информационный кавказский - грузинский русскоязычный телеканал Общественного вещания Грузии который начал вещание 4 января 2010 года в 19:00 по тбилисскому времени. 70 % канала составляют информационные программы: новости Грузии, России и мира.
  22.  
  23. Канал имеет корреспондентскую сеть в Баку, Ереване, Москве, Киеве, Махачкале, Анкаре, Брюсселе, Вашингтоне, Владикавказе и Тегеране. Спутниковое вещание охватывает территории Южного и Северного Кавказа, Украины и Беларуси, Восточной Европы, России, Турции и Ирана.
  24.  
  25. Вещание канала производится со спутника Hot Bird. Приём возможен на территории Южного и Северного Кавказа, Украины, Беларуси, Ближнего Востока, Восточной Европы, России, Израиля, Центральной Азии, стран Балтии, Турции и Ирана. С 14 июля 2010 года телеканал также стал доступен на спутнике Eutelsat W7.
  26.  
  27. Канал ПИК осуществляет полноформатное вещание круглосуточно на русском языке из Тбилиси (Грузия).
  28.  
  29. Наша Цель:
  30. - стать надежным источником объективной, оперативной и своевременной информации на русском языке
  31. - показать наиболее интересные и наименее изученные уголки мира
  32. - установить новые стандарты журналистики в регионе
  33. - предоставлять точную и достоверную информацию
  34. - сочетать инновационную интернет-журналистику и ежедневные новостные программы
  35. - освещать различные аспекты культуры народов Кавказа и жизни региона
  36.  
  37. Канал ПИК не намерен:
  38. - бороться с пропагандой при помощи пропаганды
  39. - вступать в полемику с другими средствами СМИ или правительствами
  40. - давать оценку
  41. - уклоняться от споров
  42.  
  43. Новости на ПИКе
  44. Понедельник - Воскресенье: 07:00, 10:00, 13:00, 16:00
  45. Репортажи, интервью, включения с места событий. Обстановка в мире и на Кавказе. Каждый день – на канале ПИК.
  46.  
  47. Вечерние Новости
  48. Понедельник - Воскресенье: 18:00
  49. Первые итоги дня - репортажи, интервью, включения с места событий. Обстановка в мире и на Кавказе.
  50.  
  51. Мир на ПИКе
  52. Понедельник - Воскресенье: 19:30
  53. Весь мир за полчаса. Программа «Мир на ПИКе» расскажет о главных новостях международной жизни. Наши корреспонденты работают в Европе, на Ближнем Востоке и США. Репортажи и прямые включения. Факты и экспертные оценки. В рубрике «Вокруг света за 80 секунд» мы покажем то, что заслуживает вашего внимания.
  54.  
  55. Взгляд с Кавказа
  56. Понедельник - Воскресенье: 21:00
  57. Мы говорим о том, о чем молчат другие - о горячих точках, о правах человека и социальных проблемах Кавказа. Мы предлагаем вниманию аудитории эксклюзивные материалы. Мы рассказываем о культурном наследии и национальных традициях кавказских народов. Если вас интересует, что действительно происходит на Кавказе – смотрите передачу «Взгляд с Кавказа» на Канале ПИК.
  58.  
  59. Час-ПИК Новости
  60. Понедельник - Воскресенье: 22:00
  61. Информационная программа «ЧАС-ПИК Новости» - это подробные репортажи, факты, комментарии политиков и мнения экспертов. Мы расскажем о последних новостях политики, экономики, а также о главных спортивных событиях и о погоде. В нашей программе - цитата дня (самое интересное высказывание) на канале ПИК. Ежедневно, ровно в 22:00 по тбилисскому времени – о самом важном в мире и регионе.
  62.  
  63. ===
  64. საქართველოს რადიო პირველი არხი არის საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ფლაგმანი რადიო, რომელიც დაიწყო 1925 წელს.
  65.  
  66. ერთ-ერთი პირველი რადიო ევროპაში, პირველი რადიო საქართველოში - საზოგადოებრივი რადიოს პირველი არხი 1925 წლის 23 მაისიდან მაუწყებლობს და მოიცავს ჩვენი ქვეყნის თითქმის მთელ ტერიტორიას. თავისი ფორმატიდან გამომდინარე, რადიო საზოგადოების სხვადასხვა ფენების მოთხოვნებს პასუხობს.
  67.  
  68. 24-საათიანი მაუწყებლობის განმავლობაში, ყოველ სრულ საათზე, ეთერშია საინფორმაციო გამოშვება საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ოპერატიული განხილვით.
  69.  
  70. ამასთან, რადიოეთერი დატვირთულია საკმაოდ მრავალფეროვანი და საინტერესო პროგრამებით. ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოსაყალიბებლად და დემოკრატიული ღირებულებების დასამკვიდრებლად რადიოს 56 სხვადასხვა ხასიათის გადაცემისა და თოქ-შოუების მეშვეობით ვცდილობთ შევასრულოთ საზოგადოების დაკვეთა და სხვადასხვა ასაკისა და გემოვნების მსმენელის მოთხოვნა სრულად დავაკმაყოფილოთ.
  71.  
  72. მხოლოდ ჩვენ, საზოგადოებრივი რადიოს პირველ არხს შეგვიძლია ნებისმიერი მსმენელის ინტერესის გათვალისწინება. მხოლოდ თქვენ, ჩვენს მსმენელებს შეგიძლიათ თამამად განაცხადოთ, რომ ყველაზე ინფორმირებული და გემოვნებიანი მსმენელი ხართ საქართველოში!
  73.  
  74. მხოლოდ ჩვენს ეთერში ქართულთან ერთად შეგიძლიათ მოუსმინოთ გადაცემებს აფხაზურ, ოსურ, რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე! ამასთან, მსოფლიო რადიომაუწყებლობის ქსელში სატელიტითა და ინტერნეტმაუწყებლობით მხოლოდ ჩვენი რადიოს რუსულენოვან საინფორმაციო-ანალიტიკურ გადაცემას უსმენს ევროპა და რუსეთის ევროპული ნაწილი, ხოლო AM 738 სიხშირის ტალღაზე _ მოსკოვი და მოსკოვის ოლქი.
  75.  
  76. მხოლოდ ჩვენს მსმენელებს გაქვთ საზოგადოებრივი მაუწყებლის აუდიოფონდში დაცული რადიოსპექტაკლების, აგრეთვე თეატრალური პრემიერების, საქვეყნოდ ცნობილი და საყვარელი მსახიობების გახსენების შესაძლებლობა.
  77.  
  78. მხოლოდ ჩვენი რადიო აგრძელებს საპასუხისმგებლო ტრადიციას _ წარმატებით დგამს ახალ რადიოსპექტაკლებს, რომლის დასტურიც არაერთ საერთაშორისო რადიოფესტივალში მიღწეული გამარჯვებებია.
  79.  
  80. მხოლოდ ჩვენი რადიოეთერი გთავაზობთ სხვადასხვა მუსიკალური ჟანრის საუკეთესო ნაწარმოებებს, ახალი მუსიკალური ალბომების პირდაპირ ეთერში პრეზენტაციას და ახალგაზრდა შემსრულებლების დებიუტს. საზოგადოებრივი რადიოს მუსიკალური ფორმატი ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების მელომანს დაგაკმაყოფილებთ, რისთვისაც სიახლესთან ერთად რადიოს ფონდში დაცულ უნიკალურ აუდიომასალას გთავაზობთ.
  81.  
  82. ყოველივე ეს მაღალ პროფესიულ დონეზე კეთდება! უსმინეთ FM 102,4-ს, რადგან ჩვენ თქვენს ინტერესებს გამოვხატავთ! გვისმინეთ ჩვენ, რადგან ამ ტალღაზე საქართველო ერთიანია!
  83.  
  84. ===
  85. რადიო ორი-ქართული რადიო არის საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე რადიო, რომელიც 1995 წელს დაიწყო.
  86.  
  87. 1995 წლიდან ტალღაზე FM 100,9 მაუწყებლობს რადიო 2 ქართული რადიო, შემდგომში საზოგადოებრივი რადიოს II არხი. 09:30-დან 02:00-მდე არხის ფორმატი მუსიკალურია, ამასთან დატვირთულია მუსიკალური, შემეცნებით-საგანმანათლებლო, სოციალური და გასართობი შინაარსის პროგრამებით.
  88.  
  89. ათკაციანი შემოქმედებითი ჯგუფი დღეს რადიო 2 ქართული რადიოს სახესა და იმიჯს ქმნის. არხის მუსიკალური შინაარსი ხაზგასმით ქართულია. წლების განმავლობაში სწორედ რადიო 2 ქართულმა რადიომ შექმნა რადიოსივრცეში ყველაზე მდიდარი და მრავალფეროვანი აუდიოფონდი, რომელიც გულისხმობს ქართული ესტრადის როგორც გასული წლების, ასევე უახლეს ჩანაწერებს. არხის ორიენტირი საშუალო ასაკის მსმენელია, თუმცა არსებული ფორმატი დააინტერესებს ზოგადად ქართული მუსიკის მოყვარულს.
Advertisement
Add Comment
Please, Sign In to add comment
Advertisement