Advertisement
PatrZDZ

Fiktiv Georgia - Rustavi 2

Nov 14th, 2020
123
0
Never
Not a member of Pastebin yet? Sign Up, it unlocks many cool features!
text 15.16 KB | None | 0 0
  1. რუსთავი 2 (რ2) — კერძო სატელევიზიო კომპანია საქართველოში. საქართველოს ფარგლებს გარეთ ვრცელდება თანამგზავრის (Eutelsat 36B 36°) მეშვეობით ევროპაში, რუსეთის ევროპულ ნაწილში, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკის აღმოსავლეთ ნაწილში.
  2.  
  3. ტელეკომპანიას ჰყავს კორესპონდენტები საქართველოს ყველა დიდ ქალაქში, ლონდონსა და პარიზში. მუდმივმოქმედი ბიუროები კი განთავსებული აქვს მოსკოვსა და ვაშინგტონში.
  4.  
  5. ტელეარხი შეიქმნა 1994 წელს, და ედუარდ შევარდნაძის მთავრობის ოპოზიციური მიმართულება ეჭირა. იმდროინდელმა მთავრობამ ტელეარხის დახურვა რამდენიმეჯერ სცადა, თუმცა უშედეგოდ — ტელეარხი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერით სარგებლობდა.
  6.  
  7. ტელეარხის თავდაპირველი მფლობელები იყვნენ ეროსი კიწმარიშვილი, დავით დვალი, ჯარჯი აქიმიძე და ნიკა ტაბატაძე. 2004 წლის ივლისიდან 2005 წლის დეკემბრამდე აჭარელი ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში ტელეარხის 90%-ს ფლობდა. მას ახლო კავშირი ჰქონდა ყოფილ თავდაცვის მინისტრთან ირაკლი ოქრუაშვილთან, რომელიც წლების განმავლობაში მისი ადვოკატი იყო. 2006 წლის 4 იანვარს დავით ბეჟუაშვილმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ძმამ, იყიდა რუსთავი 2-ის აქციების 22%. 2006 წლის ზაფხულში ხალვაშმა მისი აქციების დარჩენილი ნაწილი მიყიდა კომპანია გეოტრანსს, ხოლო ბეჟუაშვილმა საკუთარი აქციები, ასევე მის საკუთრებაში არსებულ „საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფს“ მიყიდა.
  8.  
  9. 2015 წლის 3 ნოემბერს, საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ ტელეკომპანია რუსთავი 2 ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. გადაწყვეტილების თანახმად, ტელეკომპანიის 60% ქიბარ ხალვაშისაა, 40% კი შპს „პანორამასი“, რომელიც ხალვაშს ეკუთვნის. მოსამართლემ ასევე ბათილად ცნო ის კონტრაქტები, რომლითაც ხალვაშმა 2005–2006 წლებში ტელეკომპანიაში საკუთარი წილები გაყიდა.
  10.  
  11. “რუსთავი 2” ამზადებს მრავალფეროვან და მაღალხარისხოვან ლიცენზირებულ პროგრამებს, ეთერში გადასცემს უახლეს ინფორმაციას, პოლიტიკურ ტოქშოუს, გასართობ და სპორტულ პროგრამებს და ასევე მნიშვნელოვანი საერთაშორისო მოვლენების ტრანსლაციებს (ოსკარით დაჯილდოების ცერემონია, “მის მსოფლიო”...) ქართულ ენაზე. “რუსთავი 2”-ის პროგრამები ყველაზე მაღალ რეიტინგულია საქართველოში.
  12.  
  13. კურიერი
  14. ორშაბათს - პარასკევი: 10:00, 12:00, 14:00, 15:00, 18:00, 21:00, 00:00
  15. შაბათი - კვირა: 12:00, 15:00, 18:00, 21:00
  16. “კურიერი” საქართველოში ყველაზე ოპერატიულ და წარმატებულ საინფორმაციო პროგრამად ითვლება. ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე უმნიშვნელოვანეს მოვლენებს დღის განმავლობაში ოპერატიულად გვაწვდიან “კურიერის” ჟურნალისტები. საღამოს 9 საათზე კი მთავარი საინფორმაციო გამოშვება დღის ამბებს აჯამებს. ახალი ამბების პროგრამა გამოირჩევა ეფექტური, დინამიური და ობიექტური მიდგომით ქვეყნის შიდა პოლიტიკის მოვლენების ხაზგასმაში. "კურიერი" არის მთელი ღირებულების ახალი ამბების სერვისი, რომელიც საშუალებას აძლევს დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება და ასახოს მიმდინარე მოვლენები.
  17.  
  18. ბიზნესკურიერი
  19. ორშაბათს - პარასკევი: 13:30
  20. ამქვეყნად ყველაფერს თავისი განვითარების გზა აქვს და მათ შორის ტელევიზიასაც; ბიზნესზე (და არა მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკაზე) ყოველდღიური გადაცემა ქართული ტელევიზიის განვითარებაში ის ახალი მიჯნაა, რომელსაც ამიერიდან “ბიზნესკურიერი” ერქმევა. “ბიზნესკურიერის” რედაქცია მიიჩნევს, რომ ბიზნესი საქართველოში აღარ უნდა იყოს ადამიანთა ძალიან ვიწრო წრის ექსკლუზიური სფერო და ის ყველას უნდა ესმოდეს, ხოლო ვინც ენერგიულია და ნიჭიერი, ის პირად სარგებლობასაც უნდა ნახულობდეს. ამის გამო, ბიზნეს სიახლეებს ჩვენ ყველასთვის გასაგები და საინტერესო ფორმით წარმოვადგენთ. “ბიზნესკურიერი” ყველას გადაცემაა, - ნებისმიერი პროფესიისა და ასაკის ადამიანი უამრავ იდეას იღებს იმის შესახებ, თუ როგორ გაიუმჯობესოს ცხოვრება, როგორ გამოიყენოს საკუთარი პოტენციალი, ცოდნა და გამოცდილება, როგორ იშოვოს და როგორ დახარჯოს ფული.
  21.  
  22. პატრული
  23. ორშაბათს - პარასკევი: 18:35
  24. გადაცემა “პატრული”, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის სამმართველოს პირველი წარმატებული პროექტია, რომელიც შსს პრესცენტრში მზადდება. გადაცემაზე კომპეტენტური პროფესიონალები მუშაობენ. “პატრული” ყოვედღე(შაბათ-კვირის გარდა) 6 საათიანი “კურიერის” შემდეგ გადის “რუსთავი 2”-ის ეთერში და ღამის გადაცემების დამთავრებისას მეორდება. მაყურებელი ყოველდღიურად ეცნობა ოპერატიულ და ექსკლუზიურ მასალას. გადაცემა “პატრული” მათ საშუალებას აძლევს, საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდეს შესაბამის სამსახურს. პროექტი გამოირჩევა თავისი ინდივიდუალობითა და განსხვავებულია მთელ ტელესივრცეში. გადაცემის მეშვეობით, მოსახლეობას შესაძლებლობა ეძლევა, მიიღოს უახლესი ინფორმაცია საქართველოს მასშტაბით პატრულის მიერ გახსნილი და გამოვლენილი დანაშაულების შესახებ.
  25.  
  26. დილა მშვიდობისა, საქართველო!
  27. ორშაბათს - პარასკევი: 07:30
  28. „დილა მშვიდობისა, საქართველო!“ - ასე გესალმებათ ‘’რუსთავი 2’’ ყოველ სამუშაო დღეს. დილის რვის ნახევრიდან ათ საათამდე „დილა მშვიდობისა, საქართველო!’’ წარმოგიდგენთ სხვადასხვა სასარგებლო და გასართობ რუბრიკას, სოციალურ და კულტურის თემებს, სტუმრებს, სიუჟეტებს, ჩართვებსა და სიახლეებს. ჩვენი გუნდი ზრუნავს თქვენს განწყობაზე და გეხმარებათ დღისა და კვირის დაგეგმვაში. ჩვენ პირველები გაცნობთ სპორტისა და ინტერნეტის ახალ ამბებს, ტურისტულ მარშრუტებს, ტექნიკის სიახლეებს. მცენარეების მოვლაში გეხმარებათ ქვეყნის პირველი ბოტანიკოსი. დილის გადაცემის გუნდი დღისა და ღამის რეჟიმში მუშაობს იმისთვის, რომ ჩვენთან ერთად დაგეგმოთ დღე და პირველებმა შეიტყოთ საინტერესო სიახლეების შესახებ.
  29.  
  30. დილა მშვიდობისა, საქართველო, უქმეებზე
  31. შაბათი - კვირა: 08:00
  32. "დილა მშვიდობისა, საქართველო!" 2018 წლის აპრილიდან უკვე უქმეებზეც გესალმებათ. ყოველ შაბათ-კვირას, დილის 8 საათიდან, თქვენ გელით მუსიკა, ვარჯიში, ფსიქოლოგის სასარგებლო რჩევები, მოგზაურობა საქართველოს საკურორტო ზონებში და შეხვედრა ოთხფეხა მეგობრებთან, ასევე გასტრონომიული აღმოჩენები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში. მაყურებელთან ერთად დავადგენთ სხვისი სამზარეულოს წესებს; ამოვიცნობთ დიზაინის საიდუმლოებებს; გავიცნობთ ინოვატორ ახალგაზრდებსა და ბავშვებს. ერთად დავგეგმავთ დღეს და გავერკვევით, სად შეიძლება გართობა თუ შემეცნება კვირის ბოლო დღეებში. კინოს, თეატრის, მუსიკის, სპორტის, სოციალური და კულტურის მოვლენების ეპიცენტრიდან ჩვენი კორესპონდენტები უახლეს ამბებს გაგაცნობენ. თუ უქმეებზე გასართობს ეძებთ, "რუსთავი 2-ის" დილის გადაცემის გუნდი გაგიწევთ სათანადო მეგზურობას.
Advertisement
Add Comment
Please, Sign In to add comment
Advertisement