Advertisement
Guest User

Untitled

a guest
Jan 14th, 2018
95
0
Never
Not a member of Pastebin yet? Sign Up, it unlocks many cool features!
text 13.41 KB | None | 0 0
  1. 3)-ვალდებულებითი, სანივთო, საავტორო,საოჯახო და მემკვიდრეობის სამართლებრივი გარიგებები.
  2. ცალმხრივად და მრავალხმრივად ხელშეკრულებების დაყოფის გარდა, მათი კლასიფიკაცია შეიძლება ასევე ვალდებილებით სამართთლებრივ, სანივთო, საავტორო, მემკვიდრეობის სამართლებრივ ხელშეკრულებებად.
  3. ვალდებულებით სამართლებრივი გარიგებები ისეტი გარიგებებია, რომლებიც მიმართულია ვალდებულებითი ურთიერთობებოს წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისკენ.
  4. სანივთო(ქონებრივი) სამართლებრივი გარიგებების მიზანია სანივთოსამართლებრივი უფლებების წარმოშობა, შეცვლა, შეწყვეტა, სხვისთვის გადაცემა.
  5. ვალდებულებითსამართლებრივი გარიგბებია: ნასყიდობა, გაცვლა, ქირავნობა, სესხი და სხვ.
  6. სანივთო: საკუთრების ან სხვა სანივთო უფლებების გადაცემა მესამე პირზე.
  7. ორივე სახის გარიგება შეიძლება იყოს-ორმხრივიც და ცალმხრივიც
  8. ცალმხრივი-ვალდებულებითსამარლებრივი-ჯილდოს საჯარო დაპირება
  9. ცალმხრივი-სანივთო-საკუთრებაზე უარის თქმა
  10. ვალდებულებით სამართალში მხარეებს თავისუფლად შეუძლიათ ხელშეკრულების შინაარსის განსაზღვრა.
  11. სანივთო სამართალში- შინაარსი კანონითაა განსაზღვრული და მხარეები მას ვერ შეცვლიან.
  12. საავტორო გარიგებები- გარიგებები, რომლებიც მიმართულია საავტორო უფლებების წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისკენ.
  13. საოჯახოსამართლებრივი გარიგებები- განეკუთვნება დაქორწინება, საქორწინო ქონტრაქტი, მამობის აღიარება. გარიგებათა შინაარსი კანონითაა განსაზღვრული და მისი შეცვლა მხარეებს არ შეუძლიათ. მაგ: დაქორწინების ნამდვილობისთვის აუცილებელია ქორწინების რეგისტრაცია მოქალაქეობირივი მდგომარეობის ჩამწერ ორგანოში და მხარეები ამ წესს ვერ შეცვლიან.
  14. მემკვიდრეობის სამართალი- ყველაზე გავრცელებულია ანდერძი. ის არის ცალმხრივი გარიგება. სამკვიდროს მიღება ან მიღებაზე უარიც მემკვიდრეობითი სამართლის მაგალითია.
  15. დაუცველად დადებული გარიგება შეიძლება, არიყოს ბათილია. ეს ის შემთხვევაა, როცა ფაქტობრივი შესრულებით სწორდება ის ხარვეზი, რომელიც გარიგების დადებისას მხარეებმა ვერ გაითვალისწინეს. მაგ: საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტა წერილობით უნდა გაფორმდეს. თუ ეს მოთხოვნა მხარეებმა არ დაიცვეს, მაგრამ ხელშეკრულება ფაქტობრივად შეწყვიტეს, ასეთი შეწყვეტა არიქნება ბათილი.
  16. პრაქტიკაში ხშირია, როცა გარიგების შესრულებისას მხარეები უარს ამბობენ თავიდან შეთანხმებულ ფორმაზე. ამის უფლება მათ აქვთ, თუმცა შეთანხმებული ფორმის გაუქმება ისევე უნდა მოხდეს, როგორც მისი შემოღება, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან.
  17. 4- მავალდებულებელი გარიგებები- გარიგებები, რომელთა საფუძველზეც პირი კისრულობს შეასრულოს რაიმე მოქმედება, ან თავი შეიკავოს ამ მოქმედებისგან. მოვალე-პირი, რომელმაც იკისრა ვალდებულებების შესრულება. კრედიტორი- ვალდებულებების ადრესატი. მავალდებულებელი გარიგება შესაძლოა იყოს ცალმხრივი (ჯილდოს საჯარო დაპირება) და ორმხრივი.
  18. განკარგვითი გარიგებები- მისი მიზანია უკვე არსებულ უფლებაზე ზემოქმედება-შეცვლა, სხვისთვის გადაცემა, უფლებრივი დატვირთვა ან გაუქმება. მისი სახეებია: გასხვისება, სანივთო უფლების შეცვლა და უარის თქმა უფლებაზე.
  19. განკარგვისას საუბარია უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის განკარგვაზე. ნივთის განკარგვისას საქმე ეხება ამ ნივთზე უფლების განკარგვას- საკუთრება, სარგებლობა, მფლობელობა და სხვ.
  20. უფლების განკარგვის უფლებამოსილება- არის ამ უფლების შემადგენელი ნაწილი, განკარგვა არის უფლების განხორციელების აქტი. განკარგვის უფლება, როგორც წესი, აქვს ამ უფლების მფლობელს-მესაკუთრეს ან მოსარგებლეს. არის შემთხვევები როცა მათ ეს უფლებები კანონით ერთმევათ. მაგ: ნივთის დაყადაღება.
  21. უფლების განკარგვა შეიძლება მოხდეს, როგორც ამ უფლების მფბლობელის, ისე სხვა პირისთვის განკარგვის უფლების მინიჭებით. ეს ხდება მინდობილობის გაცემის გზით. კანონის საფუძველით, შესაძლოა, განკარგვის უფლების მქონე პირმა საერთოდ აკრძალოს ამ უფლების განკარგვა.
  22. შეძენითი გარიგებები- ისინი გვხვდება როგორც მავალდებულებელი, ისე განკარვითი გარიგების დროს. მათი მეშვეობით პრაქტიკულად ხდება უფლების შეძენა. ეს შეძენა შეიძლება მოხდეს, როგორც ცალმხრივი ისე ორმხრივი გარიგებებით.
  23. 5-გარიგებათა დაყოფა კაზუალურ და აბსტრაქტულ გარიგებებად გერმანული სამოქალაქო სამართლისთვისაა დამახასიათებელი.
  24. გარიგება მიიჩნევა კაზუალურად, თუკი მისგან გამომდინარეობს გარიგების მიზანი (causa), სამართლებრივი საფუძველი. ე.ი კაზუალურია გარიგება, რომელსაც აქვს კონკრეტული, ხელშესახები სამართლებრივი საფუძველი - მიზანი.
  25. მაგ: A აძლევს Bს წიგნს. ამ შემთხვევაში სამართლებრივი საფუძველი შეიძლება იყოს - ჩუქება, თხოვება, მიყიდვა. ეს არის გარიგების უშუალო საფუძველი. უშუალო საფუძვლის გარდა არის ისეთი საფუძვლები და მიზნები, რომელთა გარიგების ბუნების განსაზღვირსათვის სამართლებრივი მნიშვნელობა არ აქვთ. მაგ: წიგნის მიღებისას Bს მიზანი შეიძლება იყოს ამ წიგნის წაკითხვა ან მისი ჩუქება სხვისთვის, ხოლო Aს ამოძრავებს მეგობრის დახმარების ან მისთვის სიამოვნების მინიჭების სურვილი. გარიგებისთვის მნიშვნელოვანია სამართლებრივი საფუძველი.
  26. თუ კაზუალური გარიგების საფუძველი ბათილია, მაშინ მთლიანად გარიგება იქნება ბათილი. მაგ: საცხოვრებელი სახლის ყიდვისას სამართლებრივი საფუძველი არის წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება, თუკი ეს არის დაცული, გარიგება ბათილია.
  27. აბსტრაქტული გარიგების დროს სამართლებრივ საფუძველს მნიშვნელობა აქვს. ისინი მნიშვნელოვან როლს თამაშობენ საწარმომადგენლო და საორდერო ფასიანი ქაღალდების დროს. მაგ: საორდერო ფასიანი ქაღალდის მფლობელს შეუძლია ხელმოწერილი დოკუმენტის ჩაბარების სანაცვლოდ მოითხოვოს გადახდა. აბსტრაქტული გარიგებაა მიდნობილობის გაცემაც.
Advertisement
Add Comment
Please, Sign In to add comment
Advertisement