Advertisement
Guest User

Untitled

a guest
Jan 23rd, 2019
195
0
Never
Not a member of Pastebin yet? Sign Up, it unlocks many cool features!
text 3.28 KB | None | 0 0
  1. ერთი კლასელი მყავდა გვარად პატაშური. ჩვეულებრივი ვინმე იყო, არაფერი უცნაური ან განსაკუთრებული. მაგრამ მაინც სულ მღრღნიდა ეჭვი რომ შანსი არაა, ასე უმიზეზოდ პატაშური როგორ ექნებოდა გვარად მეთქი. ერთხელაც სასადილოში ვართ და მივუჯექი მაგიდასთან და როგორ ხარ მეთქი... პატაშურო.
  2. კარტოფილის პერაშკს ჭამდა ამომხედა და კარგად მადლობ, შენ თავადო?
  3. მეთქი ჰაა. თქვი.
  4. რა ვთქვაო, მიყურებს გაკვირვებული.
  5. თავადაც მშვენივრად იცი მეთქი. პატაშურო.
  6. აიჩეჩა მხრები და ადგომას აპირებდა მაგრამ ხელი დავადე მხარზე და არ ავუშვი.
  7. რა გგონია, ვერაფერს ვამჩნევ მეთქი? - ვეკითხები.
  8. რა გინდა გამანებე თავიო ესკიდე.
  9. - არ აგიშვებ პატაშურო მეთქი, სანამ არ მეტყვი რაშია საქმე და მყავს დაჭერილი. თან ძლიერი ვარ მე რა, და პატაშური კიდე სუსტი იყო. ფრთხიალებს მოკლედ, ფრთხიალებს და მერე უცებ ჩერდება. ჩემს მაჯას ხელს ავლებს, პირდაპირ თვალებში მიყურებს, რაღაც შეუმჩნევლად იღიმის და მეუბნება:
  10. - მშვენიერი. ესეიგი აწი შენი ჯერია.
  11. - რა მეთქი? - ვეკითხები და წამოწევას ვცდილობ მაგრამ ვხვდები რო ვიღაცას ჩემს მხარზე ხელი უდევს.
  12. - აწი შენი ჯერია. - მპასუხობს, მაცილებს მხრიდან ხელს და მიდის.
  13. რაღაც ვერაა რიგზე, ვიყურები დაბლა და ნახევრად შეჭმული კარტოფილის პერაშკი მიკავია ხელში. ჩემი კლასელი ხვიჩა გამორბის, ხელს მიქნევს და მეძახის :
  14. - წამო წამო პატაშურო, ზარი დაირეკა!
  15. ყინული ჩამესხა მუცელში მაგრამ ჰე. დღემდე ასე მიწევს ყოფნა
Advertisement
Add Comment
Please, Sign In to add comment
Advertisement