Advertisement
Guest User

Untitled

a guest
Jun 23rd, 2015
364
0
Never
Not a member of Pastebin yet? Sign Up, it unlocks many cool features!
text 21.18 KB | None | 0 0
  1. მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში საქართველოში პედაგოგიურ ასპარეზზე ცნობილ მოღვაწეთა შორის განსაკუთრებული ადგილი უნდა დაეთმოს ივანე თევდორეს ძე ნიჟარაძეს. ხანგრძლივი, ნაყოფიერი და მრავალფეროვანი იყო ივანე ნიჟარაძის მოღვაწეობა. იგი იყო მეტად თავმდაბალი, მოკრძალებული და გულისხმიერი ადამიანი, რომელიც პირადი ქცევითა და მაღალი იდეების პროპაგანდით კეთილშობილურ გრძნობებს უნერგავდა თავის მოსწავლეებს.
  2.  
  3. ივანე თევდორეს ძე ნიჟარაძე დაიბადა 1874 წლის 4 ნოემბერს, ზემო სვანეთში, სოფელ უშგულში, ღარიბი გლეხის ოჯახში. შვიდი წლის ივანე ბიძამ, გაბრიელ ნიჟარაძემ, რომელიც სოხუმის მთიელთა სკოლაში მასწავლებლობდა, წაიყვანა და მთეილთა პანსიონში მიაბარა.
  4.  
  5. სოხუმის სკოლის დასრულების შემდეგ, ივანე ბიძამისმა ჩამოიყვანა თბილისში და აქ ქართულ სკოლაში (შემდეგ ქართული გიმნაზია) მიაბარა. ეს სკოლა მაშინ უუფლებო სასწავლებელში იყო პროგიმნაზიული კლასებით, რომელზედაც ქართველი ინტელიგენცია, მსგავსად ქუთაისში არსებულ ამგვარივე სკოლისა, დიდ იმედებს ამყარებდა, რადგან მის ოთხწლიან მოსამზადებელ კლასებში საგნების სწავლება ქართულ ენაზე მიმდინარეობდა. თბილისის ქართულ სკოლასთან პანსიონიც იყო. ღარიბი, მაგრამ ნიჭიერი და მკვირცხლი გონების ივანე ნიჟარაძე პანსიონში მოაწყვეტს. ქართული სკოლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, ივანე მაჩაბლის მეოხებით, იგი თბილისის მესამე გიმნაზიის მესამე კლასში გადაიყვანეს. სწავლაში წარჩინებული, მაგრამ უსახსროდ დარჩენილი გიმნაზიის მოწაფე ივანე ნიჟარაძე ქართული სკოლის ხელმძღვანელებმა ამ სკოლის პანსიონერების რეპეტიტორად მიიწვიეს და ნივთიერად უზრუნველყვეს. ქართველი საზოგადოების მოწინავე პირებმა ივანე ნიჟარაძეს ყურადღება შემდეგშიც არ მოაკლეს. ქართული სკოლის გამგის ექვთიმე თაყაიშვილის შუამდგომლობით, „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ” მას სტიპენდია დაუნიშნა ყოველთვიურად ოცი მანეთი.
  6.  
  7. მალე ივანე ნიჟარაძემ გაიცნო პირველი გიმნაზიის მოწაფე ივანე ჯავახიშვილი და ისე დაახლოვდნენ, რომ მათი მეგობრობა ათეული წლების მანძილზე არ შეწყვეტილა, ამ გაცნობას ის მნიშვნელობა ჰქონდა, რომ ივანე ნიჟარაძე ამიერიდან დაუახლოვდა ქართველი მოწინავ ახალგაზრდობის წარმომადგენლებს, რომელთა ოცნებასა და მისწრაფებას ქართველი ხალხის სამსახური და ქართული კულტურის წარმატება შეადგენდა. ივანე ჯავახიშვილს, რომელიც ბავშვობიდანვე გატაცებული იყო ქართველი ხალხის წარსულით, პირველად სვანური ლაპარაკი ივანე ნიჟარაძისაგან მოუსმენია და უსწავლია.
  8.  
  9. ვანო და ივანე ისე დაახლოვდნენ, რომ ზაფხულსაც ერთად ატარებდნენ ჯავახიშვილების სოფელ ხოვლეში, სადაც მოაწყვეს ბიბლიოთეკა-სამკითხველო, მართავდნენ წარმოდგენებს, კონცერტებს, წერდნენ რეფერატებს საქართველოს ისტორიიდან და აწარმოებდნენ არქეოლოგიურ გათხრებს იმ სოფლის მიდამოებში.
  10.  
  11. 1895 წელს, გიმნაზიის დასრულების შემდეგ, ივანე ნიჟარაძე და ივანე ჯავახიშვილი ერთად გაემგზავრნენ პეტერბურგს და ერთ ბინაში მოთავსდნენ. ივანე ჯავახიშვილი, როგორც ცნობილია, აღმოსავლუირ ენების ფაკულტეტზე შევიდა, ხოლო ივანე ნიჟარაძე თავიდან მათემატიკის ფაკულტეტზე, შემდეგ კი ივანე ჯავახიშვილის რჩევით, ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე შევიდა და აქ კლასიკური ენებისა და კლასიკური ფილოლოგიის შესწავლას დაეწაფა. ივანე ნიჟარაძემ პეტერბურგში გაიცნო ნიკო მარი, რომელმაც მისი დახმარებით შეისწავლა სვანური ენის უშგულური კილოკავი. ნიკო მარსა და ივანე ჯავახიშვილს იგი ერთდროულად აწვდიდა მასალას სვანური აქცენტების და ფოლკლორის შესახებ, რომელსაც ისინი მეცნიერულად ამუშავებდნენ. ამავე დროს ივანე ნიჟარაძე მხურვალე მონაწილეობას იღებდა სტუდენტთა საზოგადოებრივ საქმიანობაში. ივანე ჯავახიშვილის ინიციატივით 1895 წელს მათ საერთო ბინაზე შემდგარა პეტერბურგის სტუდენტთა კრება და ქართველ სტუდენტთა სათვისტომო ჩამოუყალიბებიათ, რომელშიც სხვადასხვა დროს ივანე ნიჟარაძე მონაწილეობას იღებდა როგორც ბიბლიოთეკის გამგე, მოლარე, გამგეობის წევრი.
  12.  
  13. 1899 წელს დიდი მღელვარება დაიწყო რუსეთის საუნივერსიტეტო ქალაქების სტუდენტთა შორის, ქართველი სტუდენტობაც ამ მოძრაობის გარეშე არ დარჩენილა. სხვებთან ერთად ივანე ნიჟარაძეც გარიცხეს უნივერსიტეტიდან და მთავრობი განკარგულებით სამშობლოში გადმოასახლეს. მხოლოდ მომავალი სასწავლო წლიდან შეძლო მან უნივერსიტეტში თავის აღდგენა. 1902 ელს ივანე ნიჟარაძემ პეტერბურგის უნივერსიტეტი დაასრულა და დანიშნეს მასწავლებლად ცნობილ გურევიჩის გიმნაზიაში, სადაც მან მხოლოდ ერთი წელი დაჰყო.
  14.  
  15. 1903 წელს ივანე ნიჟარაძე დაბრუნდა საქართველოში და განუწყვეტლივ მოღვაწეობდა განათლების ასპარეზზე საშუალო და უმაღლეს სასწავლებლებში; ერთდროულად ეწეოდა საზოგადოებრივსა და სამეცნიერო მუშაობას. 1903-1906 წლებში იგი რუსულ ენას ასწავლიდა თბილისის ქართულ გიმნაზიაში, 1906 წლიდან დანიშნულ იქნა ლათინური ენი მასწავლებლად თბილისის პირველ გიმნაზიაში, სადაც იგი მუშაობდა 1908 წლამდე, მალე მოხდა გიმნაზიის რეორგანიზაცია, გადაკეთდა ტექნიკუმად და შრომის სკოლად, სადაც ივანე ნიჟარაძე სხვადასხვა დროს ასწავლიდა ისტორიას, საზენცნიერებას, რუსულ ენას. აღნიშნულ საგნებს იგი ასწავლიდა აგრეთვე სხვადასხვა ტიპის საშუალო სკოლებში (მოზრდილთა კურსებზე, ტექნიკუმებში, მუშფაკში).
  16.  
  17. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების დღიდან ივანე ნიჟარაძეს მიეცა ფართო შესაძლებლობა გაეშალა თავისი ნიჭი და ცოდნა პედაგოგიურსა და საზოგადოებრივ ასპარეზზე: იგი მონაწილეობს იღებდა სახალხო განათლების კომისარიატის მიერ დასახულ ღონისძიებათა განხორციელების საქმეში. მუდმივი მონაწილე იყო იმ კომისიებისა, რომელთაც დავალებული ჰქონდათ რუსული ენისა და საზმეცნიერების პროგრამების დამუშავება, რეცენზიებს უკეთებდა აღნიშნული საგნების სახელმძღვანელოებს, მონაწილეობას იღებდა მასწავლებელთა გადასამზადებელი კურსების მუშაობაში (როგორც ლექტორი და გამგე) და სვანეთში მოწყობილ საპედაგოგიო ექსკურსიაში 1923 წელს. წლების განმავლობაში ივანე ნიჟარაძე მუშაობდა ქარხნის მუშებს შორის წერა-კითხვის უცოდინარობის ლიკვიდაციისათვის.
  18.  
  19. პედაგოგიურსა და საზოგადოებრივ ასპარეზზე კეთილსინდისიერი და უნაკლო მუშაობისათვის ივანე ნიჟარაძემ მრავალჯერ მიიღო სიგელი, ხოლო 1929 წელს, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისი ბრძანებულებით მას მიენიჭა საქართველოს სსრ სკოლის დამსახურებული მასწავლებლის წოდება. იგი საუკეთესო მცოდნე იყო ბერძნული და ლათინური ენებისა და კლასიკური ფილოლოგიისა. 1938 წელს ივანე ნიჟარაძე მიიწვიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამ საგნების მასწავლებლად. ივანემ მეცნიერული მუშაობა ჯერ კიდევ მოწაფეობის პერიოდში დაიწყო, როდესაც ის მოსე ჯანაშვილს ეხმარებოდა ქართულ-სვანური ლექსიკონის შედგენაში.
  20.  
  21. 1904 წელს ივანე ნიჟარაძემ რუსეთის მუზეუმის ეთნოგრაფიის განყოფილებამ მიავლინა სვანეთში მასალების შესაკრებად, რისთვისაც 1904 წლის 7 დეკემბრის სხდომაზე მას მადლობა გამოუცხადეს. ამგვარივე მუშაობა შეუსრულებია ივანე ნიჟარაძეს იმავე მუზეუმის დავალებით თბილისის გუბერნიაში 1905 წლის ზაფხულში. იგი მოღვაწეობდა ადგილობრივ რუსულ-ქართულ პერიოდულ გამოცემებში, სადაც ათავსებდა ლინგვისტურ-ისტორიული და პედაგოგიური ხასიათის წერილებს.
  22.  
  23. ივანე ნიჟარაძე 1938 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამეცადინებდა სტუდენტებსა და ასპირანტებს ლათინურსა და ბერძნულ ენებში, ამუშავებდა თემებს კლასიკური ფილოლოგიიდან. უნივერსიტეტის მიერ მის სახელზე გაცემულ დახასიათებაში ნათქვამია, რომ „ივანე ნიჟარაძის მიერ ბერძენ ავტორთაგან დამზადებული თარგმანები თავისი კომენტარებით შესულია კლასიკური ფილოლოგიის კათედრის მიერ გამზადებულ ორტომელში”. მან შეადგინა ლათინურისა დ აბერძნული ენების სახელმძღვანელოები, რომლებიც ძირითადად იხმარება საქართველოს უმაღლეს სასწავლებელთა ასპირანტებისა და სტუდენტებისათვის. ივანე ნიჟარაძის მიერ შედგენილ ლათინური ენის სახელმძღვანელო იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტთათვის დაიბეჭდა 1945 წელს, ხოლო ძველი ბერძნულის ენის სახელმძღვანელო პლატონ აბულაძესთან თანაავტორობით, გამოსცა 1940 წელს.
  24.  
  25. 1950 წლის მაისში მან ბრწყინვალედ დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „ძველი ბერძნული ენის სახელმძღვანელო უმაღლესი სასწავლებლებისათვის”.
  26.  
  27. ივანე ნიჟარაძის დიდ ერუდიციასა და შრომით უნარს უნდა მიეწეროს ის, რომ დოცნეტ ივანე კვანჭაძესთან ერთად მან ლათინურიდან ქართულად თარგმნა იან ამოს კომენსკის კლასიკური პედაგოგიური ნაშრომი „დიდი დიდაქტიკა”.
  28.  
  29. ივანე ნიჟარაძე გარდაიცვალა თბილისში 1956 წლის 27 თებერვალს.
  30.  
  31. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის კათედრა მის გარდაცვალების გამო ნეკროლოგში აღნიშნავდა: „ივანე ნიჟარაძეს გარკვეული დამსახურება მიუძღვის სვანური ენის კვლევის საქმეში. იგი სვანური ენის მასალებს აწვდიდა მოსე ჯანაშვილს, ივანე ჯავახიშვილს, ნიკო მარს. მისი დახმარებით გაეცნო სვანეთის მდიდარ ხალხურ სიმღერებს ზაქარია ფალიაშვილი, რომლის ცნობილ „ქართული ხალხური სიმღერების კრებულში” შეტანილი სვანური მასალა თარგმნილია ივანე ნიჟარაძის მიერ. იგი ბერძნული და ლათინური ენების მთელი რიგი სახელმძღვანელოების ავტორია...”
Advertisement
Add Comment
Please, Sign In to add comment
Advertisement