Advertisement
Guest User

Untitled

a guest
Jun 27th, 2017
76
0
Never
Not a member of Pastebin yet? Sign Up, it unlocks many cool features!
text 4.14 KB | None | 0 0
  1. მენატრები იცი როგორ მენატრები?
  2. დრო გადის და შენზე ფიქრებს ვერ ველევი
  3. ნეტა ახლა მე შენს ტუჩებს მაამბორა
  4. გეფიცები შეუწვდომსაც კი შევწვდები
  5.  
  6. ყველა წამი შენთან ერთად ნატარები;
  7. მახსენდება:სულ მახსოვხარ - არ მთავრდები
  8. დრო მოვა და უფრო მაგრად ჩაგიხუტებ
  9. შენ ჩემი ხარ ამ გულით ხარ ნატარები.
  10.  
  11. შენ რომ შემხვდი სწრედ მაშინ დავიბადე
  12. იმ წუთამდე მოჩეხილი მქონდა ფრთები
  13. და აპრილის მწვანე წვიმაც დავინახე
  14. გაზაფხულც ჩემში შემოვიდა შენით.
  15.  
  16. თუკი სადმე და ოდესმე გაგვივლია
  17. იმ ადგილებს ვუბრუნდები,თავს ვევლები
  18. და სიმღერაც მოგონებებს რომ მატკივებს
  19. შენ ვერ ხვდები მე შენ როგორ მენატრები...
  20.  
  21. შენ არ იცი მადა როგორ დამიკარგე
  22. სუყველაფრის სულიერის - ხორციელის
  23. რომ ჩვული დაძინება აღარ მახსოვს
  24. და გათიშულს სიზმარშიც შენ მელანდები
  25.  
  26. ვეღარ ვისმენ მე მეგობრის გულისტკივილს
  27. და შენს გამო მსაყვედურობს უკვე ბევრი
  28. რა მჭირს? ალბათ ყველაფერი მავიწყდება
  29. თითქოს ქვეყნად საფიქრალი არ მაქ ბევრი
  30.  
  31. მე არამაქ უფლება რომ დავიღალო
  32. ცხოვრებისგან მე უკეთესს აღარც ველი
  33. მაგრამ ჩემი ლელო უნდა გავტანო;
  34. უშენობა! გესმის?! არის დამღუპველი
  35.  
  36.  
  37. უჩემობა შენთვის ახლა ღიმილია
  38. გულში ფეთქვად ვიცი მაინც გამოგყვები...
  39. შენ არ იცი თორე მყისვე მოხვალ ჩემთან
  40. რა ტკბილია როცა ვინმეს ენატრები
  41. დღეს რომ ვსუნთქავ ალბათ ჩემი სიცოცხლე ხარ
  42. თუ მოვკვდები უფალს შენით ვებარები
  43. მახსოვს თითქმის ყველა შენი გამოხედვა
  44. მოლოდინი, სიხარული,ცოტა ცრემლი
  45.  
  46.  
  47. შენ დღეს ჩემთვის მიუწვდომი სივრცე არ ხარ
  48. მაგრამ ვიცი მუდამ ერთად ვერ ვიქნებით
  49. ეხლაც ამ ლექსს შენზე ფიქრი მაწერინებს
  50. ალბათ გძინავს, რომც გეღვიძოს შენ ვერ ხვდები
  51.  
  52.  
  53. შენ ვერ ხვდები რომ: მე მაგრად დავიღალე
  54. რომ ლოდინით თმაში გაჩნდა თეთრი ფერი,
  55. რომ სიცოცხლეს მხოლოდ შენით შევეფარე
  56. რომ მიყვადი,მიყვარხარ და მეყვარები...
Advertisement
Add Comment
Please, Sign In to add comment
Advertisement