Guest User

Untitled

a guest
May 21st, 2018
101
0
Never
Not a member of Pastebin yet? Sign Up, it unlocks many cool features!
text 5.57 KB | None | 0 0
  1. ერთხელ, როდესაც ბუნების ძალას
  2. გადაეწყვიტა ჩემი გამოცდა,
  3. დღე ჩამობნელდა , ზღვა კი აღელდა,
  4. ჩამოწოლილი ცა ბობოქრობდა.
  5.  
  6. მთები დიდრონნი, უშველებელნი
  7. გადმომყურებდნენ თითქოს მრისხანედ,
  8. მე მათი ცქერით შეშინებული
  9. გულში მომაწვა რაღაცა მწარე.
  10.  
  11. ცას რომ ავხედე, რა დავინახე?!
  12. შავი ღრუბელი ელავს მღელვარედ,
  13. უწვიმარ ქარში, დაბინდულ ცაში
  14. ღრუბლები უცებ ალაპარაკდნენ ..
  15.  
  16. მეუბნებოდნენ წადი, შორს წადი
  17. რა გაბადია ამ ქვეყანაზე ?
  18. შენ ხომ არასდროს უყვარდი არვის,
  19. შენ ხომ სულ მარტო დაგტოვეს ბევრჯერ ..
  20.  
  21. რატომ არ გინდა გადაიხვეწო,
  22. მოწყდე ყოველგვარს რაც შენ გადარდებს ?
  23. რაც ასე გტკივა, რაც ასე გტანჯავს,
  24. რაც კი გრძნობები ვენებში გიჩქეფს ..
  25.  
  26. გამოგიცდია შენ ბევრი ტანჯვა,
  27. გული გტკიოდა, მას ვერ ხედავდნენ
  28. და როცა გრძნობდი შენ დიდ სიყვარულს
  29. შენს ყველა გრძნობას ფეხქვეშ თელავდნენ …………….
  30.  
  31. .. მე მივდიოდი მარტო, სულ მარტო,
  32. თოვლის ფიფქები თმებზე მცვიოდა,
  33. ჩაფიქრებულსა და გაოგნებულს
  34. თავში პასუხი არ მომდიოდა .....
  35.  
  36. დიდხანს ვიყავი ჩაფიქრებული
  37. და გატრუნული ველოდი რაღაცას,
  38. იდუმალებამ მოიცვა არე
  39. მივხვდი რომ დავრჩი ფიქრების ამარა ..
  40.  
  41. .. მე აღარ მინდა ღვინომ დამათროს
  42. და აღარ მინდა რომ ვინმე ვნახო
  43. ცხრა მთას გადავალ, ფეხით გადავალ !
  44. მინდა რომ მოვწყდე ყოველგვარს „აქმყოფს“ ..
  45.  
  46.  
  47. ნელი ნაბიჯით გავყევი ბილიკს
  48. და მივაშურე იმ მთისკენ გეზი,
  49. თითქოს ეს ვიწრო ბილიკი იყო
  50. ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ხვედრი ..
  51.  
  52. შავი ღრუბელი ზემოდან მხედავდა,
  53. თითქოს ცრემლი სდიოდა თვალზე,
  54. აღარ იცოდა რა ემოქმედა,
  55. ალბათ გასკდომა უნდოდა შუაზე ..
  56.  
  57. თავჩაღუნული მივაშურებდი
  58. არ მადარდება ქვეყნად არაფერი
  59. გზად კი ბნელოდა, ძლიერ ბნელოდა
  60. ირგვლივ არ ჩანდა აღარაფერი ..
  61.  
  62. არ მოეწონა ღრუბელს მიზანი,
  63. არ მოეწონა მიზანი ჩემი,
  64. მაგრამ დამნებდა, მაინც დამნებდა !
  65. და გამინათა ბილიკი ელვით ..
  66.  
  67.  
  68.  
  69. უცებ გავჩერდი, ზურგით შემოვბრუნდი
  70. და გადავხედე მთლიან სამყაროს,
  71. თვალი მოვავლე ირგვლივ ბუნებას
  72. თითქოს ამბობდა : „არ დამკარგო!“ ..
  73.  
  74. თვალები დავხუჭე, ისევ შევტრიალდი,
  75. ზურგი ვაქციე ლამაზ ბუნებას,
  76. ცრემლები წამსკა დახუჭულ თვალიდან
  77. იქვე წამიხდა „მწარე“ გუნება ..
  78.  
  79.  
  80. თოვლის ფანტელი მადნება თავზე,
  81. მისი სიცივე შემოდის ჩემში,
  82. თბილმა გულმაც კი იგრძნო სიცივე და
  83. გავუჩინარდი მე იქვე, ბნელში ...................................
  84.  
  85. დღეიდან არავის ეხსომება ჩემი სახელი, ვინ ვიყავი, რას წარმოვადგენდი, როგორი იყო ჩემი ცხოვრება, ჩემი საქმენი, ჩემი თვალები ..... მშვიდობით ცხოვრებავ ............. .
Add Comment
Please, Sign In to add comment