Advertisement
Guest User

Untitled

a guest
Jun 27th, 2017
50
0
Never
Not a member of Pastebin yet? Sign Up, it unlocks many cool features!
text 1.56 KB | None | 0 0
  1. მინდა გფარავდეს მაღალი ღმერთი
  2. ამას ყოველდღე ლოცვაში ვეტყვი,
  3. შენ დაგიფარავს წმინდა სამება,
  4. თუნდაც გინდოდეს ჩემი წამება!
  5.  
  6. დაგიფარავენ ჩემი ხელები
  7. თუმცა შენ ამას მაინც ვერ ხვდები
  8. დაგიფარავს ეს დაჭრილი გული
  9. მე შენს სიყვარულს სათუთად ვუვლი!
  10.  
  11. შენ დაგიფარავს ზეცა და მიწა,
  12. თუნდაც მომექცე საშინლად ბილწად,
  13. შენ დაგიფარავს მთელი სამყარო.
  14. მინდა, მეფენი შენ შეგადარო!
  15.  
  16. მინდა იცხოვრო ლაღად და ტკბილად
  17. მე შენი ყველა ტკივილი მტკივა
  18. მინდა შევისხა ლამაზი ფრთები
  19. და ანგელოზად მოგევლინები!
  20.  
  21. ღვთის სახლის ყოველ კუთხე-კუნჭულში
  22. მინდა დავანთო სანთელი ბევრი
  23. მინდა ვილოცო, მინდა ვევედრო,
  24. მინდა გფარავდეს მაღალი ღმერთი!
Advertisement
Add Comment
Please, Sign In to add comment
Advertisement